შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განცხადებით, ხვალ დამატებითი კვლევებია დაგეგმილი.

"პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, შესაბამისად ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილ" - აღნიშნა ექიმმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია