კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მერიაში ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია შეიქმნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 დეკემბერი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია შეიქმნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამსახური მუნიციპალურ სერვისს გამოეყოფა და დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას.

უყების ინფორმაციით, მის ფუნქციებში ქალაქის დასუფთავებისა სამუშაოები და სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა შევა.

მერიის ინფორმაციით, ახალი ორგანიზაცია 2020 წელს მილიონ 300 000 ლარით დაფინანსდება.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2019 წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით გაზრდილია და ის 15 მლნ 810 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტში პრიორიტეტად განისაზღვრა სოციალური უზრუნველყოფა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, ახალგაზრდული ღონისძიებები, დასუფთავების სერვისი და სხვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია