შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი პარლამენტის არჩევნების მოთხოვნით აქციას გამართავს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2018
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის. პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა თბილისში მიმდინარე შეხვედრაზე. მისი თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა მან.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, კვირას ისინი რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციას გამართავენ და უჩვენებენ „ე.წ. ხელისუფლებას“, თუ როგორია ნამდვილი ევროპული დემოკრატია.

მის შემდეგ შეკრებილებს მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მათ პრეზიდენტობის კანდიდატს ამ სიტყვებით მიმართა - „მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს“. შეხვედრაზე ცნობილი უნდა გახდეს სამომავლო გეგმები, თუ როგორ იმოქმედებენ. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია