შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის არდაფასება შეუძლებელია — გახარია ექვთიმე თაყაიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შედარებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განათლების მინისტრის მიერ ბიძინა ივანიშვილისა ექთვიმე თაყაიშვილთან შედარებაზე ამბობს, რომ ივანიშვილის "ღვაწლის არდაფასება, უბრალოდ, შეუძლებელია". გახარიას საუბრის ამსხაველ კადრებს TV პირველი ავრცელებს.

გახარიას თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს შორის უპირველესია.

"აქ ხომ მარტივ რაღაცეებზე ვსაუბრობთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის წინაშე გამორჩეული ღვაწლი აქვთ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ რეალობაში არის უპირველესი მათ შორის. ამ ღვაწლის არშენახვა, არდაფასება, უბრალოდ, შეუძლებელია. არაობიექტურია ეს ყველაფერი. ერთმნიშვნელოვნად ფაქტია დღევანდელ ცოცხალ ქართველ ადამიანებს შორის ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი", — განაცხადა გიორგი გახარია.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

"ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას", — განაცხადა მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია