შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმს ერთი სული აქვს საწოლში ჩაუგორდეს პუტინს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

ნათელაშვილის თქმით, მიმდინარე წელს "ქართულმა ოცნებამ" და მისმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სხვადასხვა გადაწყვეტილებით ქვეყნის ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანეს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში დამყარებული სისტემა 2020 წელს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

"2020-ში უნდა შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც ხალხის ჩაგვრის და ქვეყნის ძარცვის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოწყობით არის დაკავებული. წინ გველოდება კოალიციური მთავრობის შექმნა. მთავრობა, რომელიც მილიონების აკეთებს ნაძვის ხის და ნაგვის ყუთების შემოტანაშიც კი, რეჟიმის მეთაური, რომელმაც გააღატაკა სახელმწიფო, წელს ამთავრებს რამდენიმე მილიონიანი მოგებით", - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირისპირი შეხვედრა ორ მხარეს შორის, იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ რუსეთი შეწყვეტს ოკუპაციასა და აგრესიას.

"ივანიშვილის რეჟიმს ერთი სული აქვს საწოლში ჩაუგორდეს პუტინს, უბრალოდ ამის საშუალებას არ ვაძლევთ პოლიტიკური კლასი და ჩვენი ხალხი, რაც მთავარია. სამწუხარო რეალობა ეს არის. ამიტომ, ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსეთის მმართველ ელიტასთან, შეიძლება დაიწყოს ერთადერთი პირობით, ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არა იმ პირობით, რომ ჩვენ ვაღიაროთ ე.წ. ახალი რეალობა, საქართველოს ადგილას 3 სუვერენული სახელმწიფო. ამას, როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები არასდროს ეღირსებიან. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ პირობის გარეშე. მერე ყველაფერზე ვილაპარაკოთ. გახარია არის აქ გამოგზავნილი პატარა პუტინი“, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია