შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 იანვარი 2020

თელავში, “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.

როგორც საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განაცხადა, ობიექტის რეაბილიტაციის შემდეგ თელავიდან 20-ადგილიანი თვითმფრინავი იფრენს.

მისი თქმით, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურება, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორი აეროდრომის რეაბილიტაციის მიზნით ბანკისგან სესხს იღებს.

“აეროდრომი დარჩება კერძო საკუთრებაში და თვითონ ბიზნესი განსაზღვრავს საჭიროებებიდან გამომდინარე თანამშრომლობა სახელმწიფოსთან როგორ დაალაგოს. სახელმწიფო ყოველთვის მორგებული იქნება ბიზნესის ინტერესებზე, რათა ბიზნესის ხელშეწყობის მიხედვით გადავდგათ ნაბიჯები“-აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია