ნუ დასვამთ კითხვას, რას მომიტანს 2020 წელი?!
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მე რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ 2020 წელს?!
ჩამოწერეთ 2020 წლის მიზნები და თითოეულ მათგანს მიუწერეთ გეგმები.
იშრომეთ და ისწრაფვეთ წინ.
იყავით სულით და გონით ძლიერი.
გწამდეთ გამარჯვების.
დაე, 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის, დოვლათის მომტანი ყოფილიყოს.
ეს წელი ქცეულიყოს თქვენი საქმეების წაღმა შემოტრიალების და წინსვლის წლად.
თქვენს ცხოვრებაში მთავარი თქვენ ხართ
თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვენ გეკუთვნით
— მხოლოდ და მხოლოდ თქვენ!
გაბედეთ და იმოქმედეთ.
გახსოვდეთ, თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს!
ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ:
თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს.
ნუ იქნებით მოწყენილი, სასოწარკვეთილი და უიმედო.
გამხნევდით და გაძლიერდით.
აივსეთ იმის რწმენით, რომ 2020 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
დიახ, მიაღწევთ, რადგან თქვენ ამას უკვე აკეთებთ.
თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
სხვა მეტი აღარაფერი დაგრჩენიათ, რომ იაროთ წინ — გამარჯვებისკენ!
რამაზ გიგაური