ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების საარჩევნო უბანზე 60/42 "ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერი დააშინეს და უბნის დატოვება აიძულეს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ აცნობა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ისინი ყველანაირ მეთოდს მიმართავენ ოპოზიციის მხარდამჭერებისა და წარმომადგენლების დასაშინებლად:
"ჩვენს ორ წარმომადგენელს, ერთი ქალია და მეორე კაცი, დაემუქრნენ, დააშინეს და ზეწოლით აიძულეს უბანი დაეტოვებინათ. ფაქტია, რომ "ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ამისთვის ყველაფერს კადრულობს"-გვითხრა მჟავანაძემ.