გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოჯახში 3 ან მეტ მანქანის ყოლაზე შესაძლოა გადასახადი დაწესდეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2020

ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ. ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამია, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

კომიტეტის წევრი, დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ანგარიშში ცალსახად არ არის მითითება გაკეთებული, რომ აუცილებელია გადასახადის დაწესება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვიმსჯელოთ. ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, ეს არის კომპლექსური პროცესების ერთი ნაწილი. შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პოლიტიკა, შესაბამისი რეგულაციები.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც დამატებით მოსაკრებელს უკავშირდება, ჩვენ ვაცნობიერებთ, ეს არის არის ძალიან სენსიტიური საკითხი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ვიმსჯელოთ და იმავდროულად შევიმუშაოთ ისეთი რეგულაციები, რომ ეს გარკვეულწილად ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს მოქალაქეებს და ოქროს შუალედი გამოვნახოთ. ავამაღლოთ გარემოს დაცვის სტანდარტები, თუმცა ეს არ იყოს ზედმეტი ეკონომიკური ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს გიორგი ხატიძე.

შეიძლება თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. 

"რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - ნათქვამია თემატურ დოკუმენტში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია