შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაჩალიკაშვილი: ამ ტერაქტისთვის მთელი სახელმწიფო, მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2020

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის ხელისუფლება პასუხს აგებს.

როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მის წინააღმდეგ ყველანაირი სიბინძურე გამოიყენეს, მაგრამ ის ბრძოლას გააგრძელებს.

„ყველამ კარგად ვიცით, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ამ საქმეს, მთავარი მტკიცებულება ის ყო, რომ ხელყუმბარა ჰქონდა თემირლანს. ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა. მე როდესაც ხეობაში ვარ ჭიშკრებში, ყოველ საღამოს ველოდები თემირლანს. ვიბრძვით ამ საქმისთვის, მე მაინც ყოველ წამს გულში ასეთი აზრები მიტრიალებს, როგორ უნდა გავუძლო თემირლანის გარეშე ცხოვრებას. ალბათ, ეს ღვთის ნებაა. რაც შეეხება ხელყუმბარას, დღეს ამათი ჩვენებებით. რამენაირად თუ არსებობს სიბინძურე სახელმწიფოში, ჩემზე ყველაფერი გამოიყენეს, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ამ ხელყუმბარამ საზოგადოება ჩააგდო ეჭვში. ხელყუმბარა შემოტანილია. ის ოთახი 4-4-ზეა, სადაც თემირლანი იწვა. ორი ნაბიჯით შესულია იარაღით და იძახის ჯერ მარჯვნივ გადაიხარა, მერე მარცხნივ ხელყუმბარა ამოიღო დ აცადა გააქტიურება, საინტერესოა, ამდენ ხანს სპეცრაზმელი რას აკეთებს? ნებისმიერი ადამიანი, როდესაც შედიხარ და ეუბნები არ გაინძრე, ის ადამიანი უნდა გაშეშდეს. თუ მარჯვნივ გადაიხარა, მერე მარცხნივ, რას აკეთებს ამ დროს სპეცრაზმელი?

"რაღაცნაირად სცადეს შეცდომის “გაპრავება“. მთელი ამ დროის განმავლობაში ვინახავდი, ვიცოდი რატომ შემოიტანეს ხელყუმბარა. ხელყუმბარა შემოიტანეს და გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი აწერია პაკეტზე. გატანისას ისევ იმ პაკეტში ილუქება, მიაქვთ ეს ხელყუმბარა. როცა ესროლეს თემირლანს ვთქვათ დაუვარდა ხელყუმბარა, არც ერთი წვეთი სისხლია, როდესაც ოთახში სისხლის გუბე დგას. ეს ხელისუფლება შეეცადა ამ ტყუილისგან რაღაცა დამაჯერებლად გადაეცათ ხალხისთვის, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოჩნდა. ამისთვის მთელი სახელმწიფო, მთელი ხელისუფლება აგებს პასუხს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია