შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... ვუთხარი, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა"- რას ამბობს დაკავებული, ბაკურიანის ინცინდენტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ამბობს, რომ მან ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს.

 

"ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს," - ამბობს რობაქიძე მთავარ არხთან საუბრისას.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია