შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით"- ოცნების დეპუტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2020

NDI-ს ახალ კვლევას უმრავლესობის დეპუტატი სიმონ ნოზაძე გამოეხმაურა:

"მე NDI-სთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ კვლევებს ანგარიშს ვუწევ, მაგრამ გააჩნია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს, როგორ უსვამენ კითხვებს და ა.შ. მთლიანად ქვეყანა, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით მიდის.

მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით. მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დემოკრატიულობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა, ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს. იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ."- განაცხადა ნოზაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია