შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნდება და გაიმარჯვებს, ხალხი იტყვის გაუმარჯოს ბიძინასო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020

“რეზონანსთან” მსახიობმა გივი სიხარულიძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“ყველაფერი, რაც მოხდება, მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და თუ პრემიერად დაბრუნდება, რა პრობლემაა. ალბათ გადაწყვეტილი აქვს ხალხს უთხრას, კარგი გაკეთდა – მე ვარო, ცუდი გაკეთდა – ჩემს თავზე ვიღებო, სხვას ხომ ვეღარ გადააბრალებს”

“არ ვიცი, ჭორია თუ მართალი, ვინ ავრცელებს, ოპოზიცია თუ პოზიცია, გითხრათ სიმართლე არც მაინტერესებს, რადგან არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც პოზიციის; მაგრამ ეს შეკოწიწებული ოპოზიცია რომ იძახის, ახლა ერთად იმიტომ ვართ, რომ ერთი კაცი გადავაგდოთ, მერე ყველა ჩვენს გაზაზე წავალთო, ჩემს თავალში ეს ოპოზიცია კი არა პოპოზიციაა. ისე არც ბიძინას აინტერესებს ეგ ოპოზიცია, ბარი-ბარში არიან. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ისე ჩანს, რომ ოპოზიცია კი არა ბიძინა დამთავრებს მაგათ. არც ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც ერთ კაცს ებრძვის.

ბიძინას პრემიერად დაბრუნებაში კი ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ მაინცდამაინც გახარია უნდა წავიდეს, არადა მე მას პატივს ვცემ და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად მიმაჩნია, მაშინ ისევ ბიძინა მოვიდეს. ისედაც მაგას ბრალდება ყველაფერი და თუ გადაწყვტილი აქვს დაბრუნება ალბათ ხალხს ეტყვის, კარგი გაკეთდა – მე ვარო, ცუდი გაკეთდა – ჩემს თავზე ვიღებო და სხვას ხომ ვეღარ გადააბრალებს; გაიმარჯვებს, ხალხი იტყვის გაუმარჯოს ბიძინასო, დამარცხდება და იტყვიან, დამარცხდაო, რა არის ამაში ცუდი არ მესმის”-განაცხადა გივი სიხარულიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია