შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი გამოეხმაურა. ელჩის თქმით, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები იზიარებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ზოგად შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ესნ იყო კონკურენტული არჩევნები, თუმცა იყო ხარვეზების მთელი სერია:

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ზოგად შეფასებას. ეს იყო კონკურენტული არჩევნები. თუმცა, შეფასებებში ხაზი იყო გასმული ხარვეზების მთელ სერიაზე, მათ შორის, ადმინისტაციული რესურსების რეგულარული გამოყენების, ძალადობის ეპიზოდების და სიძულვილის ენის უპრეცედენტო გაძლიერების შესახებ. მედიალანდშაფტი პოლარიზებული იყო, რამაც ამომრჩევლებისთვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება ვერ განაპირობა. საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადება ნამდვილად არის დაფიქრების საგანი. ეს შესაძლოა, ხანგრძლივი გეგმა იყო, თუმცა, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, რომ ეს განცხადება მეორე ტურამდე 2 დღის ადრე გაკეთდა. გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან ევროპულ კურსის განხორციელების გზაზე, რადგან ეს ამბიცია ასევე მაღალ სტანდარტებს მოითხოვს.“- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ რუსთავი2-თან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია