შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩევნები, FB-ს გაუქმებული ანგარიშები, ანაკლიის პორტი- რა წერია გახარიასთვის მიწერილ წერილში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 4 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

წერილს ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი ​ და ელიოტ ენგელი აწერენ.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, კონგრესმენებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ.


"კონგრესის წევრე მხარს ვუჭერდით საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

რამდენიმე ჩვენგანმა 2019 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში, აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული პროცესების ჩაგდებით და მასთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროტესტის წეინააღმდეგ გამოხატული ძალადობით.

ჩვენ, ასევე შეშფოთებულები ვართ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის საკითხის პოლიტიზირებით.

საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, ვიმეორებთ მოწოდებას, რომ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ პრევენცია საარჩევნო პროცესში საშინაო და საგარეო ჩარევისგან.

თქვენ საპასუხო წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.  მიმდინარე ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუკმა დახურა დიდი რაოდენობის ანგარიში, რომელიც ფინანსებოდა "ქართული ოცნების" მიერ. ამ ანგარიშებიდან ავრცელდებოდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ მასალა, რაც უბრალოდ მიუღებელია.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ასევე  ანგარიშებით, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მიერ შეჩეული პროკურორები ხელახლა იძიებენ  პარტიის პოლიტიკური ოპონენტების ძველ საქმეებს. ასევე საქმეებს რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო კორპორაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უკავშირდებათ.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის გასაღები. ამასთან, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ეს პირობა თქვენი პარტიის მხრიდან მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც 1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელია, მოწმეები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიწევს დემოკრატიისკენ და უფრო ღრმა პარტნიორობისკენ დასავლეთთან. თუმცა, მიუხედავად დაპირებისა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრქტიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქაართველოს იმიჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებელი მიგვითითებს საქართველოში გამოკვეთილ გადახვევაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან ზეწოლას. მივიჩნევთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური სამიზნეა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მთავრობამ მოახდინა ამერიკული კომპანიების მიერ დაგეგმილი ინვესტიციების პრევენცია. ასეთი არახელსაყრელი ბიზნესგარემო მომავლში ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე უარს ათქმევინებს. შემცირებული ინვესტიცია კი ზიანს არამხოლოდ ქართველებს მიაყენებს, არამედ მოსახლეობას იმედს გაუცრუვებს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შესახებ.ეს, ასევე, გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში.

საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ცენტრალურ აზიაში და პირიქით. ეს იქნებოდა ხელსაყრელი ქართული ეკონომიკისთვის.

იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს დემოკრატიას და მოახდენს ორპარტიულობის პრევენციას. ეს, კონგრესში საკმაოდ ნეგატიურად არის აღქმული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს შტატების კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზციებთან დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს გააგრძელოს და იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს."- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია