შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ჩვენთან 2019 წელს 1000 ბავშვი დაიბადა" - ,,იავნანა"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020
დღეს, კლინიკა ,,იავნანაში" განახლებული შენობის გახსნა საზეიოდ აღნიშნეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. თანამშრომლებმა იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რაც 2011 წლიდან მოყოლებული კლინიკამ მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის სამშობიარო განყოფილებაში ათასი ბავშვი, მათ შორის 10 ტყუპი დაიბადა. ,,იავნანაში“ დასაქმებულია 210 ადამიანი. ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ცენტრია, რომელიც მრავალ პროფილს მოიცავს. ,,მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული ,,იავნანა” ორიენტირებულია კვლევის და მკურნალობის ზუსტ და თანამედროვე მეთოდებსა და პაციენტის კომფორტზე მორგებული გარემოს შექმნაზე.  სამედიცინო ცენტრი თანამშრომლობს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და გერმანულ ჰოსპიტალთან, შესაბამისად, ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხშირად სტუმრობენ ,,იავნანას“ და კონსულტაციებს უწევენ პაციენტებს.  2011 წლიდან სამედიცინო სერვისების, მიმართულებების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო." - აღნიშნეს შეხვედრაზე.  ,,იავნანაში“ ამოქმედდა ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისი. რამდენიმე დღეა, დამონტაჟდა ბეკმან კულტიერის სისხლის ანალიზატორი,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია