სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი მანიფესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018
პარტიის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდარმა დავით ბაქრაძემ ეს განცხადება, დღეს, 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა."ჩვენ მოვისმინეთ, რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლებისგან ინფორმაცია თუ რა ხდებოდა რეგიონებში არჩვენებზე და ვფიქრობთ, რომ სისტემა შესაცვლელია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას არ ვუერთდებით და ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა სოლიდარულები ვართ, ყველა მოქალაქის მიმართ, ვისაც აქვს გასაგები და ლეგიტიმური წუხილი 2018 წლის არჩევნებისადმი", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.ბაქრაძემ ასევე ისაუბრა რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია