შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,დაპირებები არ შეასრულეთ" - ქერეს მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2020
დაძაბული შეხვედრა წარიმართა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქერეს მოსახლეობას შორის. პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილ ადამიანებს გუბერნატორისა და მერის მოადგილეები შეხვდნენ. მოსახლეობის თქმით, მთავრობამ ქერეს მოსახლეობას დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ, ისინი 2020 წლის საარჩევნოდ, ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან. ხვალიდან კი, ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოს წინ შეიკრიბნენ. მოსახლეობის განმარტებით, იმის გამო, რომ სოფელში ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადაწყვიტეს ამ ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა: ,,სოფელში არ გვაქვს გზა, წყალი, არ არის საბავშვო ბაღი, ელემენტარული პირობები. არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. მიტოვებულები ვართ მთავრობის მიერ" - აცხადებენ ადგილობრივები.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია