შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოდერძი შარაშია – საქართველო მოხალისეობის დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2020

რეჟისორი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია საქართველოში მოხალისეობის კულტურაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, საქართველო მოხალისეობის დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა, რადგან ისტორიული წყაროების მიხედვით, ქვეყანაში მოხალისეები იყვნენ უბრალო ადამიანები, მეფეები და დედოფლები, რომლებიც სხვებს უანგაროდ ეხმარებოდნენ.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მოხალისეობის კულტურა აღდგნისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია მეტი პროექტის და პროგრამის განხორციელება, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობების გამოვლენაში დაეხმარება.

,,საქართველოს ისტორიას მუდმივად თან სდევდა მოხალისეობის კულტურა და ეს ახალი არ არის ჩვენთვის. მოხალისეები გვყავდა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, მოხალისეები იყვნენ მეფეები და დედოფლები. ისინი კერავდნენ, ქსოვდნენ, გლხებს ეხმარებოდნენ და აშ. ეს დახმარება შეიძლება ერთჯერადი ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ეს იყო მასობრივი ხასიათის. ეს იყო კულტურა მარტო ცალკე აღებული და იყო ტრადიციებთან შეხამებული.
დიდი მოხალისეობრივი კულტურის მქონეა ქვეყანა, რომლმაც ეს ძალიან ღრმა ფესვებიდან დაიწყო.
იმისთვის, რომ ახლა განვითარდეს მოხალისეობა, უნდა არსებობდეს პროგრამები და პროექტები, რომლითაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ თავისანთი უნარები და მოხალისეობის სურვილი’’,- განუცხადა knews.ge-ს გოდერძი შარაშიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია