გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონგრესმენების განცხადებებს ვუყურებ, როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ- კარლ ჰარცელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

კონგრესმენების ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის ამერიკელი კონგრესმენების წერილებს ეხებოდა.

მისივე თქმით, ის კონკრეტული ადამიანების წერილებზე ვერ ისაუბრებს.

„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს კონკრეტული ადამიანების წერილებზე. მე ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებიც წავიკითხეთ ბოლო ათი, ან მეტი დღის განმავლობაში გასაჯაროებულ წერილებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია