შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2020
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეპარქიამ ერთი 4 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობის ნანგრევები იყიდა, მეორე კი 7 744 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.ააიპ–მა მიწების დარეგისტრირების შესახებ განცხადება 20 იანვარს დაწერა, ხოლო საკუთრების უფლება 24 იანვარს მიიღო.ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებს ყიდულობს. ამბობს რომ დაცლილ სოფელში „ოაზისი“ უნდა გააკეთოს.მეუფე ნიკოლოზმა ასფარაში მიტოვებული სახლების ყიდვა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. ბინები და მიწის ნაკვეთები ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრზეა დარეგისტრირებული. 2013–18 წლებში ააიპ–მა, რომლის დირექტორი თავად მეუფეა [ერისკაცობაში პაატა ფაჩუაშვილი ს.კ], ასფარაში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა.[მარიამ ბარძიმაძე,ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია