სამცხე-ჯავახეთი
ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 იანვარი 2020
სოლო კონცერტი ივნისში გაიმართება. როგორც „მესხეთის“ ხელმძღვანელი, ლევან ქიმერიძე ამბობს, მზადებას უკვე შეუდგნენ.„შევთანხმდით ფილარმონიის ადმინისტრაციასთან, კონცერტს შვიდ ან 14 ივნისს ჩავატარებთ. გვინდა რომ კარგად წარვდგეთ მაყურებლის წინაშე, რადგან ეს ქალაქის და რეგიონის სახელიცაა. იშვიათია რომ რაიონის ანსამბლს სოლო კონცერტი ჰქონდეს ფილარმონიაში“, - ამბობს ქიმერიძე.ფილარმონიაში „მესხეთი“ მაყურებლის წინაშე 20-მდე ცეკვით წარსდგება, როგორც ახალი ისე ძველი რეპერტუარით: „მნიშვნელოვანია რომ ჩვენი კუთხის ცეკვაც ვიცეკვოთ, მაგალითად მესხური ფერხული“.ფილარმონიაში ცეკვისთვის ანსამბლის თითოეულ წევრს 90 ლარის გადახდა მოუწევს. ამ თანხაში შედის დარბაზის ქირაობა, ასევე განათება და მუსიკოსების ანაზღაურება. ქიმერიძე ამბობს, რომ ბილეთები არ გაიყიდება.„ფილარმონიის გადასახადი დაახლოებით 18, 19 ათასია. მაგალითად, თბილისის ანსამბლებიდან თითო კაცი 200 და 300 ლარს იხდის ხოლმე. ბილეთების გაყიდვას არ ვაპირებ, იქნებიან მოცეკვავეების ნათესავები და ოჯახის წევრები. ვისაც შემოსვლა მოუნდება ბილეთს მივცემთ“.კონცერტზე სტუმრად სხვადასხვა ცნობილ ქორეოგრაფებს და მათ ანსამბლებს ეპატიჟებიან.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]