შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020
განკარგულების მიხედვით უწყებებს კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.სამოქმედო გეგმის თანახმად ღონისძიებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინსტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა უწყებები. ოპერატიული რეაგირების გეგმაში გაწერილი ღონისძიებები უნდა შესრულდეს შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირებასაც. ამისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ 2020 წლის 29 მარტამდე შეწყვიტა ჩინეთის რესპუბლიკათან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 106-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 28 იანვრის მონაცმებით 4 593 – ია.კორონავირუსის შემთხვევა 14 ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: იაპონია – 6, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 4, ვიეტნამი – 2, სინგაპური – 7, ავსტრალია – 5, მალაიზია – 4, კამბოჯა – 1, ტაილანდი – 14, ნეპალი – 1, შრი-ლანკა – 1, ამერიკის შეერთებული შტატები – 5, კანადა – 2, საფრანგეთი – 3, გერმანია – 1. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია