შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"და ჩვენ ვიცეკვეთ'' - BBC სანახავი ფილმების ათეულში მოხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2020

BBC მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული მაუწყებლობაა რომელიც ტოპ 10 ფილმის სიას აქვეყნებს, სულ ცოტა ხნის წინ თებერვლის ათეულ ფილმებში გამოქვეყნდა, წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი ,,და ჩვენ ვიცეკვეთ'.

სტატიაში ფილმის აღწერისას ნახსენებია, რომ მის პრემიერას საქართველოში ვნებათაღელვა მოჰყვა: რადიკალურად მემარჯვენე ჯგუფებმა კინოთეატრის პიკეტირება და კინოჩვენებების ჩაშლა სცადეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლევან აკინის სასიყვარულო დრამამ კინოკრიტიკოსების დაინტერესება და დიდი მოწონება დაიმსახურა: ფილმს მანამდე არაერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა, მათ შორის ის ჩიკაგოს ფესტივალის, სარაევოს კინოფესტივალისა და შვედეთის კინოდაჯილდოების, Guldbagge Awards-ის გამარჯვებული გახდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია