შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიზნესმენი: მნიშვნელობა აქვს კონგრესმენების დამოკიდებულებას, რადგან ამერიკის ხარჯზე შეიქმნა ჩვენი სახელმწიფო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2020

"წლების განმავლობაში საქართველოში დამოკიდებულება ინვესტიციების მიმართ შეიცვალა, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების რაოდენობაზეც",- ასე აფასებს ბიზნესმენი რეზო ვაშაკიძე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".  

მისი თქმით, ამ მიმართულებით ვითარება გაუარესებულია და საშუალო ვადიან პერსპექტივაში აღნიშნული უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. 

"წლების განმავლობაში საქართველოში დამოკიდებულება ინვესტიციების მიმართ შეიცვალა, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების რაოდენობაზეც. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციების მოზიდვა მით უმეტეს, როცა ბევრი კონკურენტი გვყავს აზერბაიჯანის, სომხეთის სახით. თანაც არ ვართ ინგლისურენოვანი სახელმწიფო და ყველას უჭირს აქ შემოსვლა. თუ ჩვენ სახელმწიფოში არ შევქმენით შესაბამისი საინვესტიციო გარემო, უსაფრთხოება, მაშინ იქნება დიდი პრობლემა. რაც შეეხება ამერიკელი კონგრესმენების დამოკიდებულებას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფაქტობრივად ამერიკის ხარჯზე შეიქმნა ჩვენი სახელმწიფო. ვგულისხმობ არაერთ ინსტიტუციას და მათ მეთოდოლოგიას. თუ აქ არ მოხდა ინვესტიციების შემოსვლა, არ გვექნება თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ ზოგადად გვინდა მცირე მეწარმე ან ფერმები, თუმცა ასეთ დროს კონკურენტულ გარემოს ვერ ვქმნით და ვხდებით დამოკიდებულები იმპორტზე. ამიტომ საჭიროა შეიქმნას ძლიერი კონკურენტული სტრუქტურები, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებენ",-აღნიშნავს ვაშაკიძე. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია