კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძირკოკში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 თებერვალი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერის პირველმა მოადგილე, თეიმურაზ ზავრაშვილმა აღნიშნა, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„ამ ადგილას უკვე წლებია ტრადიციულად ჭიდაობის ტურნირი ტარდება. საკმაოდ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. თვითონ სოფელმა გაკეთა წრე, სადაც ნახერხი იყრებოდა. ჩვენი დეპუტატის ინიციატივით და რეგიონული ფონდის დაფინანსებით, იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა. გაკეთდება განათება, სველი წერტილები საშხაპეებით. ღია სივრცეში მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის მოედანი, რომელიც იქნება კომპაქტური, მაგრამ ლამაზი. დაახლოებით სამას ადამიანზე გაკეთდება სკამები. სივრცე რომ ბოლომდე ავითვისოთ, მოედანთან მდებარე შენობაში ჩავატარებთ კოსმეტიკურ რემონტს, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით გაკეთდება ახალგაზრდებისთვის ტრენაჟორები. მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მშენებლებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, მაგრამ ვთხოვეთ, რომ მაისში დასრულდეს. გვინდა გახსნის ცერემონია დამოუკიდებლობის დღეს დავამთხვიოთ.“

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 214 ათასი ლარია.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია