შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კრიტიკულად აფასებს აშშ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 დეკემბერი 2018

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩვენებს საქართველოში კრიტიკულად აფასებს შეერთებული შტატები.

ვაშინგტონი იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, უკანონო აგიტაციისა და სხვა დარღვევებს ეხება.

განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.

ჰიზერ ნოუერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს ვალდებულებას, რომ ჩაატაროს სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელზეც ეუთო და სხვა სადამკვირვებლო მისიები მიუთითებენ," - წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მიესალმება ეუთოს მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო მარათონი საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და ყველა კანდიდატს კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებაც მოულოცა.

"რუსთავი 2"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია