შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შავი ქამარი 1 დანი მსოფლიოს დოკანდოს ფედერაციიდან - ირაკლი ტუღუშმა მორიგი აღიარება მოიპოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2020

ამა წლის 6 თებერვალს ირაკლი ტუღუშს მსოფლიოს დოკანდოს ფედერაციამ შავი ქამარი და 1 დანი დოკანდოში მიანიჭა.

დოკანდოს მსოფლიო ფედერაციის ცენტრი უკრაინაშია. აღნიშნული ჯილდო მან დღეს ფოსტით მიიღო.

დავკონკრეტდებით და გეტყვით, რომ ირაკლი ტუღუშის მონაპოვარი - 1 დანის სერთიფიკატი, წარმომადგენლობის სერთიფიკატი, დოკანდოს ორიგინალი კიმონო და შავი ქამარია, მისი სახელით და გვარით.

გეტყვით იმასაც, რომ დოკანდოს სტილში ტაეკვონდოს და აიკიდოს ელემენტები შედის, რაც მას ორიგინალობასა და მეტ ხიბლს სძენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ირაკლი ტუღუშს ულოცავსცკიდევ ერთ წარმატებასა და აღიარებას!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია