შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2020
> მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.02.2020 საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. აღნიშნულ ინფრომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ „გაერო-ს“ კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება გარემოს შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტაციის შესახებ - შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად - 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.► კანონპროექტი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას - ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში.► ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც.►„ქართული ჟესტური ენა“ უნდა იქნეს აღიარებული და შეიქმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.► საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა - იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.► კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსშშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენციიდან, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა.შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონის პროექტი აკისრებს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე, საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია