შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მილოცვა არის დიპლომატიური პროტოკოლი და არ ნიშნავს, არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 დეკემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნებსი მეორე ტური და საარჩევნო პროცესი - გამოვლენილ უპრეცენდენტო დარღვევებზე და საერთაშორისო მისიების კრიტიკაზე საუბრობს ამერიკელი დამოუკიდებელი დამკვირვებელი ქრისტინა პუშოუ:

"უპირველესად, სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის მიულოცავს ახლადარჩეულ ლიდერს, მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მაგალითად, მათ მიულოცეს იანუკოვიჩს უკრაინაში, ასევე სარქისიანს სომხეთში, რომელიც 10 დღეში გადადგა. ასე რომ, უბრალო მილოცვა არის დიპლომატიური პროტოკოლი და ის აბსოლუტურად ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას.

ფაქტია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეიცავს ერთი ფრაზას, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. იქ წერია, რომ არჩევნები, განსაკუთრებით კი მეორე ტური, არ შეესაბამებოდა საქართველოს ვალდებულებას თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების შესახებ. საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, დიდი ხანია, ლიდერია თავის რეგიონში, მაგრამ ეს წინადადება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ხვდება, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან და რომ ახლა დემოკრატია ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სახელმწიფო დეპარტამენტი დააკვირდება, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. თუ ქართველი ხალხი მიიღებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ვერც ვერავინ ეტყვით მათ რაიმე განსხვავებულს. მაგრამ თუ ქართველი ხალხი არ ცნობს გაყალბებულ არჩევნებს და არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვფიქრობ მათ დასავლეთის მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, უნდა აჩვენოს რა არის ეს არჩევანი და დაიცვას ის,“ - აცხადებს პუშოუ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია