შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს" - ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2020

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პირადი შტაბის გახსნის თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაგანცხადებას ეხმაურება.

გია ვოლსკიმ განმარტა, რომ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი არ არის და ამ ზეპარტიულ ბანაკთან დაკავშირებული იქნება ყველა ის ახალგაზრდა რომელთავ არ აქვთ ემოციური ბმა "ნაციონალურ მოძრაობასთან".

„სხვადასხვა ვარიაცია მოვისმინეთ. შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების, შალვა ნათელაშვილის შტაბბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს. ცუდია ის, თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილე ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, შეფასება უნდა იყოს მნიშვნელოვნად უფრო სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია