შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘შვილების გამო იტანს’ – ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2020
32 წლის ლ.ზ, სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მასზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა. ლ.ზ –ს ყელსა და კისერზე სისხლჩაქცევები აქვს. „არ ვიცი რა მოხდა, გავითიშე, არაფერი არ მახსოვს. მე და ბავშვები ვიყავით სახლში. მეზობელს დაუძახებია და ბავშვებს უთქვამთ მე რა მდგომარეობაშიც ვიყავი“, - გვიყვება 32 წლის ქალი.როგორც ლ.ზ –ს დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, შვილი ლოგინზე უგონო მდგომარეობაში მეზობელმა ნახა – “მეზობელს გასაღები უნდა დაეტოვებინა სამუშაოდ მიდიოდა და რომ შევიდა ცოცხალ–მკვდარი იწვა ლოგინზეო. ამ ამბავს ორი მცირეწლოვანიც შეესწრო“. მისივე თქმით, ეს მის შვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა არაა. „ამ ბოლოს ჭკვიანად იყო ეგ ბიჭი. ეს არაა პირველი შემთხვევა. ყველას ოჯახშია ჩხუბი და რაღაც, მაგრამ ესეთ დონემდე არ ვიცი რაა. მე რაც ვიცი უკვე მეორედ, თუ მესამედ გააკეთა მსგავსი რამ. მანამდეც მინახავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში, მაშინ თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ამ ყველაფერს შვილების გამო იტანს“, – გვეუბნება დედა. კლინიკა „იმედში“ გვითხრეს, რომ ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – "ყელსა და კისერზე აქვს სისხლჩაქცევები, ახლა კარგადააა". შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 126 მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია