შიდა ქართლი
გორის მერიას მაია ნიკოლაიშვილის კომპანია უჩივის
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
13 თებერვალი 2020
გორის მერიამ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანია ,,რეალექსპერტს", რომლის
ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერმა
2020 წლის 10 თებერვალს მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, რეალექსპერტმა, ჰიდროტექნიკოსის კადრის
შესახებ, ცნობა ვერ წარადგინა.
,, მერიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანია
ვალდებული იყო წარედგინა შემდეგი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია:
ინჟინერი - გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობაში; ინჟინერი -
სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში; ინჟინერი