შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდაში სამშენებლო კომპანია ‘ჯავახავტოგზას’ წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2020
ფოტო: რადიო ნორიადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დღეს, 12 თბერვალს გამართეს. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.მათი თქმით, ადგილობრივები ითხოვენ, რომ შპს „ჯავახავტოგზამ“ ტექნიკა ნინოწმინდა – დიდი ხანჩალის გზაზე აღარ გააჩეროს.„ვიწრო სამანქანო გზაა, ტექნიკა კი გზასთან ახლოს ჰყავთ გაჩერებული, ეს საავარიო სიტუაციებს ქმნის. ავარიაც მოხდა“, – აცხადებენ ადგილობრივები.კომპანიის ხელმძღვანელმა, ნოდარ ინასარიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მისი ტქენიკა ხელს არავის უშლის.„მანდ სასტუმრო მაქვს ნაქირავები და მის ეზოში დგას ჩემი ტექნიკა, ვერ გავიგე რა უნდათ. ძალიან სისულელეა ახლა ეს ყველაფერი. ჩვენ გზას არ ვკეტავთ. ვფიქრობ, ვიღაცის მიერ მოგონილი თემაა“, - ამბობს ინასარიძე.[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია