სამცხე-ჯავახეთი
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლოა ქუჩებში დაიწყოს, მათ შორის ახალციხეშიც
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 თებერვალი 2020
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლოა ქუჩებში დაიწყოს, მათ შორის ახალციხეშიც
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 16.02.2020
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.ამასთან, როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის პრაქტიკური გამოცდის რეალურ მოძრაობის გადატანის პროცესში, მთავრობის პარტნიორი მუნიციპალიტეტებია - რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქებში მოხდეს გამოცდისთვის შესაბამისი მარშრუტების ინფრასტრუქტურულად მოწყობა.გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის საპროგნოზო ბიუჯეტად 1 მლნ ლარია გათვალისწინებული.„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი.