შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძე: ოპოზიცია კაბინეტებში დარბოდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2020

"ოპოზიცია კაბინეტებში დარბოდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო"- ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"ჩვენ გვახსოვს თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტებში იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება. თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია და ეს არის ის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია