შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2020
ბორჯომის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.02.2020 საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ წინა სეზონში მესამე ლიგიდან გამოვარდა, რის გამოც კლუბის ადმინისტრაციამ ფეხბურთელებს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. მეოთხე ლიგისთვის გუნდი მთლიანად შეცვლილი შემადგენლობით ემზადება. ფოტო: კლუბის ფეისბუქის გვერდიდან„უკვე ვარჯიშობენ და ემზადებიან ახალი სეზონისთვის, გვქონდა ორი ამხანაგური მატჩი, ორივეში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ახლა შედარებით ძლიერ გუნდს ვხვდებით“, – ამბობს კლუბის დირექტორი, კობა თედიაშვილი.20 თებერვალს ბორჯომი ამხანაგურ მატჩს საქართველოში ერთ-ერთ წარმეტბულ კლუბთან „ბოლნისთან“ გამართავს. „ბოლნისთან თამაშით უკეთესად გამოჩნდება კლუბი როგორ ფორმაშია და რამდენად მზად ვართ ახალი სეზონისთვის“ - ამბობს კობა თედიაშვილისაფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ სამცხე-ჯავახეთის გუნდებს შორის, წელსაც ყველაზე მაღალ ლიგაზე იასპარეზებს. გასულ წელს კლუბი მესამე ლიგაში თამაშობდა, სადაც ათი გუნდიდან მეცხრე ადგილი დაიკავა, რის გამოც მიმდინარე სეზონზე მეოთხე ლიგაზე დაქვეითდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატებში სამცხე-ჯავახეთიდან კიდევ სამი გუნდი ითამაშებს. ბორჯომის „თორი“, ახალციხის „მესხეთი“ და ახალქალაქის „აბული“ შარშანდელის მსგავსად, კვლავ რეგიონ ლიგაში სცდიან ბედს. 2020 წლის საფეხბურთო სეზონი გაზაფხულიდან დაიწყება. [რობი ზარიძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია