შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ურეკში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჯულიეტა პავლოვის უსახლკაროდ დატოვებას აპროტესტებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ურეკში მაცხოვრებელი 50 მდე ოჯახის წარმომადგენელი შეიკრიბა გასული კვირის მიწურულს, დაბაში მდებარე თაყაიშვილის ქუჩაზე, ჯულიეტა პავლოვის საცხოვრებელ სახლთან და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის ტერიტორიული სამსახურის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის საფუძველზეც, მათი მეზობელი, მინიმუმ ბოლო 50 წლის მანძილზე აქ მცხოვრები ჯულიეტა პავლოვი, უსახლკაროდ დარჩა, ხოლო მისი კუთვნილი ქონება ამ ორი უწყების გადაწყვეტილებით მათთვის უცნობ ადამიანებს დარჩათ.

ადგილობრივები ჯულიეტა პავლოვის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და იქ მისულ ჟურნალისტებს სიმართლის გარკვევაში დახმარებას სთხოვდნენ.

პარალელურად ამისა თავად ქალბატონი ჯულიეტა, რომელიც ჯერჯერობით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მძიმე პირობებში (2012 წლიდან შეწყვეტილი აქვს გაზისა და წყლის, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება),  სახლიდან გამოსახლების მოლოდინში ცხოვრობს- ოზურგეთის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის ტერიტორიული სამსახურს სასამართლოში უჩივის და როგორც ადვოკატი „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებს:

„ვითხოვთ ჩვენი მოწინააღმდეგის–მარინა გორგაძის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებას და ყველა იმ დოკუმენტის გაუქმებას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ რეგისტრაციას

ერთ–ერთ საფუძველს კი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 აგვისტოს აქტი ოზურგეთის ხელისუფლებამ სადავო ქონების, რომელზედაც გაიცა ეს აქტი, ადგილზე დათვალიერება არ მოახდინა, ხელი მოაწერა ზერელედ. საუბარი მაქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 აგვისტოს აქტზე,

ამ საქმეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განიხილავენ და მორიგი სხდომა 11 მარტს გაიმართება.

როგორც მეზობლები გვიყვებიან, ჯულიეტა პავლივის მშობლები ნატალია სამოილენკო და იონა ადეიშვილი აროან პირველები და ერთადერთები დღემდე ვისაც აქ, კურორტ ურეკის თაყაიშვილის ქუჩა #14, (კურორტის შესასვლელი) ,  3 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცათ.

ჯულიეტა გასული საუკუნის 90-იან წლებში მის დებთან ერთად საცხოვრებლად პეტერბურგში (რუსეთი, მაშინდელი ლენინგრადი) გადავიდა, მამა, ომის ვეტერანი, შშმ პირი იონა ადეიშვილი ადრე გარდაიცვალა და ურეკში მხოლოდ ხანშიშესული დედა ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები გვიყვებიან, ამ დროს გამოჩნდნენ უცნობი ადამიანები, რომლებიც მარტო მცხოვრებ ქალბატონს სახლის აშენებას დაპირდნენ და ცდილობდმემ მისგან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის მიღებას.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქალბატონი ნატალია ავად გახდა და შვილებმა ის სამკურნალოდ რუსეთში წაიყვანეს.

„2012 წლისათვის დედაჩემმა, ნატალია სამოილენკომ მთხოვა,  მგონი ვკვდები და არ მინდა რუსულ მიწაში დავიმარხო, საქართველოში წამიყვანეო, ქართველი ვარ და საქართველოს მიწაზე მინდა სიკვდილიო, წამოვიყვანე, ცამოვედი ურეკში და რას ვხედავ ჩემი სახლი და კარმიდამო სხვას წაუღია“ - იხსენებს ჯულიეტა პავლოვი „გურიის მოამბესთან: საუბარში.

მეზობლები ამბობენ, რომ ამ უცნობებმა ადეიშვილების სახლკარი ყალბი საბუთების წყალობით, იმ იმედით გაიფორმეს, რომ ეგონათ იონას ცოლი და შვილი რუსეთიდან არასოდეს არ დაბრუნდებოდნენ.

ამაში მეზობლები სოფელ ოზურგეთის მაშინდელ საბჭოს თავმჯდომარეს ქარჩილაძეს (ურეკის ეს ნაწილი მაშინ სოფელ ოზურგეთის საკუთრება იყო) და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

ჩვენ იქ შეკრებილ მეზობლებს გავესაუბრეთ:

ლენა ხურციძე -47 წელია აქ ვცხოვრობ ურეკის მეურნეობაში, და ვიცით ნამდვილად   იონას იყო ეს ოჯახი და მერე მისი შვილის და სხვათაშორის ჩემი მამა და იონა ერთი რაიონიდან არიან, და ვიცი, რო დიდი ხნის მაცხოვრებელი არიან და მემკვიდრეა ამ ოჯახის ჯულიეტა.

ირმა ლატაევა -57 წელში ჩვენ ჩამოვედით და აგენი იყვნენ უკვე აქანე, 64 წელში ჩვენ აქ ბავშვები ვიყავით, ნათელას თანაკლასელი ვარ, და ვქეიფობდით სულ აქ, აი სახლის საფუძველი რო ჩაასხეს იყო 64  წელი, მეოთხე კლასში ვიყავით, გამოცდა რო ჩავაბარეთ და მოგვიყავანა ნათელა და ვიქეიფეთ, „სტოლები“ იყო აქ გახსნილი, ღვინო დაასხეს  და კი თქვეს ღვინის მაგივრად ნაკურთხი წყალი მოგეტანათო, ასე დამამახსოვრდა, ეს იყო 64 წელი.

ელიკო ბოლქვაძე - ისარგებლეს მაშინდელი არეული ცხოვრებით სიტუაციით  და გააკეთეს ყალბი საბუთები და მოხუცებული ქალი მოატყუეს. 

ვალია მურმანიძე  გოგოლიშვილი- მე მახსოვს კიდეც ამ ქალბატონის დედა ლენინგარდიდან პატარა იყო 7 წლის გოგონა, ჩამეიყვანა  მაშინ ურეკის საბჭოთა მეორნეობა იყო და იმ დღიდან მუშაობდა, გმირი ქალი იყო გეეფორმა მუშად, მეუღლე იოანა ადეიშვილი იყო გმირი ,ტანკისტი.

ნუკრი ჯიბლაძე მეზობელი- ეს მიწა თავიდან იყო მამაჩემის კუთვნილება, მაგრამ სამოციანებში რომ წავიდა მიწის რეფორმა, აღმოაჩნდა ზედმეტი და ჩამოაჭრეს და გადასცეს მამამისს, როოგრც ომის ვეტერანს ოფიციალურად, და მერე კომისარიატმა კიდევ დაუმატა და შედგა საბოლაო ჯამში სამიათას რაღაცა,  მერე ცხონებულმა მამამისმა ფუნდამენტი ჩაასხა და უნდოდა დასასახლება მაგრამ მალე გარდაიცვალა, ამ ნიადაგზე მისმა მეუღლემ  ცოტა დაიწყო დალევა და  მაგით ატანდა გულს, მერე ამით ისარგებლა იმათმა, დაინახეს რო მარტოხელა ქალი იყო,  და უზიდეს არაყი რომ მალე მომკვდარიყო, მერე წაოყვანეს ეს ქალი შვილებმა უმმკურნალეს და ჩამოვიდა და აგენი მოკლეთ გაოცებული დარჩათ რო ასეთი შედეგი დახვდათ, და მერე დაუწყეს დაშინება მოეწონათ ეს ადგილი. ქარჩილაძე იყო საბჭოს თავმჯდომარე.  ჩვენ ადრე ვეკუთვნოდით სოფელ ოზურგეთს, ეს მიწა იყო მაგათ ბალანსზე  მერე 90 წლებში უხერხული იყო აქედან  ყველა საბუთებზე იქ სიარული ვთხოვეთ და თავის მიწებიანად  კომლით გადმოვეწერეთ ურეკში, და იმათმა ქარჩილაძემ თავიდან ჩაწერა კომლად გაატარა ამათთან  როგორც იონას დისშვილი, და იონას დისშვილი აგერ ცხოვრობს წვერმაღალაზე სულ სხვა პიროვნებაა, ეგ პირველი სიყალბე წამოვიდა მაქედან, მერე წამოვიდა საჯარო რეესტრიდან, იმიტო რო არასწორად ყოფილა  თურმე ოზურგეთში თაყაიშვილის 14 ნომერში იმათ ქონიათ მიწა, მაგრამ სულ სხვა ნომრით ქონიათ და იმათმა მოინდომეს გატარება ამ ნომრით. ბევრი სიყალბეა ამ საქმეში. მერე დაუწყენ მუქარა დაშინება. აწყობენ ამ ყალბ საბუთებს,  ახალი საბუთი შეადგინეს როგორი იცი? ეს ამათი ტერიტორია და ნახევარი ჩემი ეზო იმათშია გადასული, რომ ვნახე ნახაზზე  ჩემი ნახევარი ეზო მათთან არი გადასული. ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ამ ყალბ საბუთებზე.

ჯულიეტა პავლოვი- აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ  ამ რაიონში და აქ დავბერდი  ამ მიწაზე, დედაჩემი 90 წლის ქალბატონი ამ ქვეყნიდან წავიდა, და ამ მიწაზე გაზრდლი ვარ ძროხებიც მყავდა, მეზობლებთან ურთიერთობა მქონდა თბილი და კარგი,  რავიცი არ მეგონა ჩემ საკარმიდამო მიწაზე თუ მექნებოდა ამდენი პრობლემა, რომ უცხო პიროვნება ჩემ სახლიდან მასახლებს, შუქი გამომირთეს, გაზი გამომირთეს, ადამიანს შეურაცხყოფა  მომაყენეს რამდენჯერ, მუქარა  იყო ჩემს მიმართ  და მე მარტოხელა ქალი  დავრჩი, მეზობლები დამიდგა მე გვერდში, დედაჩემს ქონდა ყველაფერი საბუთები კანონიერად საბჭოში მიღებული, და არა ყალბად გაკეთებული, ჩვენ პატიოსანი ოჯახი ვართ, ომის ვეტერანის ოჯახი ვართ, მშობლებმა პატიოსნად გამზარდეს და ამასაც ადასტურებს ჩემი მეზობლები, რომ მე აქ მაცხოვრებელი ვარ.

ადვოკატი რონა ბუბუტეიშვილი - მე ვარ ჯულიეტა პავლოვის წარმომადგენელი სასამართლოში, როგორც ახლა მეზობლებმა მოგახსენეს, ჯულიეტა პავლოვა აქ დაიბადა და გაიზარდა დღემდე ცხოვრობს სადავო საკითხი მოდის 2012 წლიდან დღემდე, ფაქტიურდ მერვე წელიწადია მიმდინარეობს დავა, თუმცა ბოლო ორი  წელიწდია რაც ჩავერთე  ამ საქმეში, მოკლედ მოგახსენებთ,  2013 წლის 26 მარტს ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაევალა ოზურგეთის გამგეობას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის ტერიტორიულ სამსახურს საქმისათვის მნიშველოვანი გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძვლეზე გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერი რომ ყოფილიყო ჩვენ არ ვიქნებოდით ამ სიტუაციაში და არ გვეყოლებოდა მოსარჩელე და მოპასუხე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოტანა კანონთან შეუსაბამო ზერელე გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნა შესწავლილი სათანადოდ და სწორედ ამ გადაწყვეტილების საპუძველზე შეტანილ იქნა ჩვენგან სარჩელი სასამართლოში, დღეის მდგომარეობით ვართ საქმის წინა სასამართლო სხდომაზე მოსამზადებელ ეტაპზე,, ძალიან დიდი იმედი  იმისა, რომ ჯულიეტა პავლოვი არის მართალი, და კანონიც მის მხარეს იქნება, დარწმუნებული ვართ, თუ იქნება ძალისხმევა იმისა, რომ ადმისტარაციულმა ორგანომ სათანადოდ შეისწავლოს კანონის შესაბამისად გადაწყდება  საქმე, ჩვენი მოპასუხე მხარე არის მაშინდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ანუ ოზურგეთის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის ტერიტორიული სამსახური და ის ფიზიკური პირი, რომელიც ედავება ჩემს მარწმუნებელს, იმაში რომ თითქოს ეს იყოს მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მან საქმე ვერ გადაწყვიტა არსებითად საქმის გადაუწყვეტლად დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების შესწავლის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება, რაც ზერელედ მოხდა, ზერელე გადაწყვეტილება გამოიტანა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ - სათანადოდ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორედ ეს გავხადეთ ჩვენ სადავო, გადაწყვეტილების დასრულება 2017 წელს მოხდა და რეგისტარციაში გატარდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, იმ პირის სახელზე ვისაც ფაქტიურად არასდროს არ ეკუთვნოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ოზურგეთის მაშინდელი გამგეობა (2017 წლის აგვისტო) ერთობლივად არაინ ამ პროცესის მონაწილეები.

რედაქციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა მეორე მხარესთან დაკავშირება, რომლის პოზიციასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია