გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპა გურიაში ბიზნესის მთავარი პარტნიორი ხდება - გურიის მხარე ევროკავშირის საპილოტე რეგიონია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2020

გურიაში, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღის წესრიგი სოფელ ნაგომარში დაიწყო.

იდგა ბატონი ჰარცელი 25 ჰექტრამდე აღდგენილ ჩაის პლანტაციაში და საგულდაგულოდ აკვირდებოდა გურული ჩაის ფოთლებს. მოგვიანებით  ბატონმა ჰარცელმა გურულებს გვითხრა, რომ ჩაი გურიის საფირმო ნიშანია. 

ნაგომარის კოოპერატივმა 25 ჰექატრი ჩაის პლანატაციის აღდგენა სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეძლო.

მეჩაიეობა გურიაში ყოველთვის შემოსავლიანი საქმე იყო, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად გაქრა, ხოლო  კეთილდღეობა რომელსაც გურულები ჩაის წარმოებას უკავშირებენ მხოლოდ მეხსიერებაში დარჩა. ამ ვიზიტის შემდეგ 4 თვე გავიდა, გურია კვლავაც სავსეა  აბალახებული და გავერანებული ყოფილი ჩაის პლანტაციებით, მაგრამ ნაგომარის ჩაის პლანტაციაში კარლ ჰარცელის გასეირნებაზე გურულები იმაზე მეტ ხანს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

 

 

ელჩის  გურიაში სტუმრობას  სხვადასხვა კუთხით შეიძლება შევხედოთ და შევაფასოთ, პირველ რიგში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხარდაჭერის გამო.

თუმცა ჩემი აზრით  მას განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცნობიერების თვალსაზრისითაც  ჰქონდა.

საქართველოში მოსკოვიდან მართვადი ყალბი ანალიტიკური ცენტრების და ფსევდო საინფორმაციო სააგენტოების მიერ რუსეთის „ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების ერთადერთ დამცველად“ წარმოჩენის პარალელურად მათთვის მთავარ სამიზნედ ევროკავშირი და ლიბერალურ დემოკრატიული ფაესულობები რჩება. 

ასეთი ტიპის პროპაგანდა კი სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ისეთი მხარისათვის, როგორიც გურიაა, დიდ დასაყრდენს პოულობს.

გურულებისათვის მოულოდნელად კი ევროკავშირი, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთვის კეთლიდღეობის, დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების გზაზე მთავარ პარტნიორად იქცა.

გურია,  ევროკავშირის ოთხი პრიორიტეტული საპილოტე რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც დამატებით დახმარებას იღებს ევროკავშირისგან. 

სწორედ ამ საპილოტე პროგრამამ გურულები ევროკავშირში არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების. „დამფინანსებელ“  წყაროდ წარმოაჩინა,   რომლებზეც რუსული პროპაგანდა გვეუბნება, რომ  მხოლოდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს   რელიგიური და სექსუალური უმცირესობებს იცავს და ეხმარება , არამედ ხალხის   მთავარ პარტნიორად იქცა დასაქმებასა და ბიზნესის განვითარების  გზაზე.

ნაგომარის კოოპერატივმა 12  ჰექატრი ჩაის პლანატაცია სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეძლო  და ამავე პროექტის დაფინანსებით მოახერხა სჭირო დანადგარების ყიდვა. 

ელჩის ვიზიტამდე ევროკავშირმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი ) და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების  ჩართულობით, შეიმუშავა გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია.  

ამ პროგრამის ფარგლებში გურიაში 50-მდე ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა, რომელთა განხორციელებულმა პროქეტებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გურიის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში.  

მაგალითისათვის „პირველი სავაჭრო სახლი“ რომელმაც ევროკავშირისა და ევროპის განვითარების ბანკის რჩევითა და ფინანსური დახმარებით,  მისი საწარმოს მოგება პირველსავე წელს 40%-ით გაზარდა, ააგრეთვე გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და გახსნა ახალი საცხობი.

 

 

მაგრამ მთავარი და ადგილობრივთათვის უფრო მეტად ხელშესახები მაინც ისეთი ტიპის საწარმოების შექმნა და დაფინანსება გახდა, როგორიც ზემოხსენებული ჩაის მწარმოებელი კოოპერატივი  „ნაგომარია“,  ასევე კომპანია „რედო” ოზურგეთში, რომელიც ეროვნული დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისადა ASB–ის დახმარებით ასაქმებს პირობით მსჯავრდებულებს. 

 

 

ასევე პატარა ოჯახურ სასტუმრო  „კომლი“ სოფელ წითელ მთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), რომელიც მომხიბვლელია ადგილობრივი ტრადიციებით, და ულამაზესია ადგილმდებარეობით.

 

 

ბოლო წლებში ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოში  30000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი ამოქმედდა , აქედან კი გარკვეულინაწილი გურიაზე მოდის. ეს და მასთან ერთად გურიის საპილოტე რეგიონად არჩევა, მხარეში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და მათ განვითარებაზე ზრუნვა, გურულებისათვის ევროკავშირს ყველაზე საიმედო პარტნიორად ხდის.

ალბათ იკითხავთ, რა არის განსაკუთრებული და თვალშისაცემი ამაში? ხელისუფლება ხომ ყოველწლიურად რამდენიმე პროგრამის ფარგლებში, იგივე "აწარმოე საქართველოში" ათეულობით საფინანსო ჯგუფსა და კომპანიას აფინანსებს? რატომ გაამართლა? 

იმიტომ რომ რაღაცეები კარგად გათვალეს, იმიტომ რომ ჩაი ძალიან ორგანული  შრომითი კულტურაა გურიისთვის. იმიტომ რომ მოხდა ადგილობრივი გარემოს გათვალისწინება დაფინანსების დროს და იმიტომ რომ მსგავსი ტიპის დაფინანსების დროს მინიმუმამდეა დასული ნეპოტიზმი, კორუფციული გარიგებები და საერთოდ არ ექცევა ყურადღება ვინ ვისი მომხრეა და ვინ რას აკეთებდა და ვის უჭერდა მხარს "დენიკინის შემოსევისას". 

"მომავალში გურიის განვითარებაში უფრო ჩავერთვებით" ასე დაგვემშვიდობა ელჩი ჟურნალისტებს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია