სამცხე-ჯავახეთი
13 ლეგიონის სპორტსმენი გერმანიაში იბრძოლებს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 თებერვალი 2020
13 ლეგიონის სპორტსმენი გერმანიაში იბრძოლებს
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.02.2020
სამცხე-ჯავახეთის ორთაბრძოლების კლუბის "13 ლეგიონის" წევრი ამირან გოგოლაძე, გერმანიაში, ბრაზილიელ როდრიგო კარლოსს შეებრძოლება.
ორგანიზაცია “ELITE MMA”-ის მიერ ორგანიზებული შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატი, 29 თებერვალს დუსელდორფში გაიმართება. ამირან გოგოლაძე 35 წლის ბრაზილიელ სპორტსმენს შეხვდება.გოგოლაძე ამბობს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება, მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „როდრიგო გამოცდილი MMA-ს მებრძოლია და ბევრი ბრძოლაც აქვს ჩატარებული, თუმცა მე 100%-ით გამარჯვებას ველი“, - ამბობს ამირანი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]