შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2020
ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს მთავარი → სიახლე, სამართალი 21.02.2020 ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, ახალქალაქელი კიმ კუგოიანი 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. უწყებაში აცხადებენ, რომ კუგოიანი "კრიმინალური ავტორიტეტია". ფოტო: jnews.geახალქალაქის სასამართლოში პროცესი გუშინ, 20 თებერვალს გაიმართა.„ვითხოვდით პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, ვინაიდან ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეულია და მოწმეები დაკითხულია, არანაირი საშიშროება არ არსებობდა იმისა, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან მტკიცებულებები გაენადგურებინა, ყველაფერი სასამართლოსა და პროკურატურაშია“, – განაცხადა კუგოიანის ადვოკატმა კახა ასპანიძემ.მორიგი პროცესი ახალქალაქის სასამართლოში ორ მარტს გაიმართება.წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი სამართალდამცველებმა 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. შსს–ს განცხადებით კუგოიანი „კრიმინალური ავტორიტეტია“.მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ახალქალაქში აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კიმ კუგოიანი უდანაშაულოა და მას „იარაღი პოლიციამ ჩაუდო“.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია