შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2020
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 24.02.2020 2019 წელს რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ჯილდო და დანამატი ახალქალაქში მიიღეს, ყველაზე ნაკლები კი ასპინძაში. გასულ წელს ახალციხის საკრებულოსა და მერიაში გაიცა 150 570 ლარი. მერიის 121–მა თანამშრომელმა ჯილდო ორ ეტაპად, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღო, ჯამში 137 330 ლარი. საკრებულომ კი აგვისტოსა და დეკემბერში გასცა, 12 თანამშრომელზე 13 240 ლარი.ადიგენის საკრებულოს და მერიის 73–მა თანამშრომელმა ჯილდო ორჯერ, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღო. ჯამში 73 966 ლარი.ადიგენის მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წელს გაცემული ფულადი ჯილდო, წლიური ხელფასის 10%–ის ოდენობას არ აღემატება.ბორჯომის მერიასა და საკრებულოშო ჯილდოსა და დანამატის სახით 136 137 ლარი გაიცა. მერიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჯილდო და დანამატი არ მიუღიათ. კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა ოდენობის ჯილდო გაიცა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს 174 732 ლარის ჯილდო და დანამატი გაიცა. მათ შორის საკრებულოს ორ თანამშრომელს თანხა ერთ თვეში სამჯერ დაერიცხა.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წელს ფულადი ჯილდო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 110–მა თანამშრომელმა მიიღო. აღნიშნულმა თანხამ 82 760 ლარი შეადგინა.2019 წელს ასპინძის მერიის და საკრებულოს თანმაშრომლებმა, ფულადი ჯილდო მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მიიღეს.მერიაში ამბობენ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტს მერს, როსტომ მაგრაქველიძესა და ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ფულადი ჯილდო არ მიუღიათ. კონკრეტულად, რამდენ თანამშრომელზე გაიცა 61 900 ლარი „სამხრეთის კარიბჭეს“ ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღია, ასევე არ გვაქვს პასუხი რომელ პოზიციაზე რა რაოდენობის ჯილდო გაიცა.2018 წელს სამცხე-ჯავახეთის მერიებსა და საკრებულოებში პრემია–დანამატებისთვის ბიუჯეტებიდან, ჯამში, 338 951 ლარი დაიხარჯა.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია