შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეტს ნუ იზამო! - რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ლანჩხუთელ ოპოზიციონერს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 თებერვალი 2020

მართალია, იგი დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლო პროცესები მთელი სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესი სამჯერ გადაიდო და გუშინ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა განაჩენი გამოაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავკაცის, ირაკლი მარშანიშვილის თქმით, - ჩვენებურს სხვებთან შედარებით  გაუმართლა: "ამ მოსამართლემ აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერებიდან ყველა დააჯარიმა - ზოგს 3000 ლარი გამოუწერა, ზოგს - 2000. სასამართლო პროცესი რატომღაც ძალიან გააჭინაურეს, სამჯერ გადადეს კიდეც. მიზეზი არ ვიცი. ბოლოს გამოვიდა მოსამართლე და ბესოს, მხოლოდ, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მოკლედ, მეტს ნუ იზამო..." - გვითხრა ირაკლი მარშანიშვილმა.

წყარო: „გურია თუდეი“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია