შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მორჩით ღლიცინს"- ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის რჩევა კორონავირუსთან დაკავშირებით

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 თებერვალი 2020

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, საქართველოში კორონა ვირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"კიდევ ერთხელ, პანიკისა და მკვეთრი სიტყვების გარეშე შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის გამოცხადების მთავარ მიზეზად განუვითარებელი ქვეყნების უვარგისი და ჩამოუყალიბებელი ჯანდაცვის სისტემები დაასახელა. ჰოდა, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ნუ ადარებთ საქართველოში მოთხოვნილ პრევენციის მეთოდებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სხვა ნორმალური ქვეყნების მიერ განხორციელებულ პრევენციულ ზომებს.
არ არიან ქართული კლინიკები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. მაგალითად გუშინდელი სამარცხვინო ვიდეორეპორტაჟიც საკმარისია. მორჩით ღლიცინს და სუპერმშვიდი პროფების როლის თამაშს; ჯერ ერთი რომ არ ხართ და მეორეც, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაფიქრდით სად ხართ და ვისთან გაქვთ საქმე.
კარგად დაცულ, შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე გაამზადეთ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები. დაუყენეთ სამხედრო-საპოლიციო დაცვა. ყოველი ახალი შემთხვევა გადაიყვანეთ იქ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს იზოლაცია საზოგადოებისაგან. გაქვთ თქვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა. გახსოვდეთ, პანიკას იწვევენ არა უბრალო მოქალაქეები, არამედ არაკომპეტენტური და კომიკური ოფიციალური პირები და შეეშვით შეშინებული ადამიანების ინტელექტუალურ შეურაცხყოფას. დროულად დაამუშავეთ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებელების დროებითი დათხოვნის გეგმები."- წერს ექიმი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია