შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ,,ახალბაღის" სკვერში ნეშტის ძებნა გრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018
უკვე მეორე დღეა გორის ,,ახალბაღის" პარკში კარვის შიგნით მიწას თხრიან. მიწის ქვეშ სამძებრო სამუშაოები გუშინ 3 დეკემბერს დაიწყო და დღეს დილით განახლდა. შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. საფლავის სავარაუდო ადგილი მიწის სკანერის (ე.წ. გეოლოკატორის) საშუალებით დაადგინეს.  ექსპერტები ტერიტორიას 16 ნოემბრიდან მიწის სკანერით (ე.წ. გეოლოკატორი) ამოწმებდნენ. 21 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კრიმინალისტები ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე მუშაობენ. „2004 წელს მომხდარ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა იაგო ნებიერიძე და მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა.“- ამბობს კახაბერ საბანაძე. 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია