შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Stopcov.ge - ყველა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ვებგვერდი - Stopcov.ge შეიქმნა.

ვებგვერდი თავს უყრის სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველა ღონისძიებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ინფორმაციას. გარდა ამისა, Stopcov.ge-ზე შეხვდებით ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული ან გარდაცვლილი ადამიანების შესახებ და პასუხებს აქტუალურ კითხვებზე.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი კაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია