„მთელი მსოფლიო, საქართველო კი არა, დგას პანდემიის წინაშე, ამიტომ ახალი შემთხვევები გვექნება"- ასე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.
მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსის მასობრივი შემოტანა და შიდა გადაცემა თავიდან ავირიდოთ.