გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კინზინგერი: აშშ-ს გადაწყვეტილება მოულოდნელი იქნება, თუ ვერ ვიხილავთ პროგრეს საქართველოში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020

"აშშ-ს გადაწყვეტილება მოულოდნელი იქნება, თუ ვერ ვიხილავთ პროგრეს საქართველოში"- აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ეთერში ისაუბრა. წამყვანმა, ანი ჩხიკვიძემ, კინზინგერს ჰკითხა, რა იქნებოდა აშშ-ის შემდეგი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს ვერ დაინახავს.

"ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ [თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს საარჩევნო სისტემის შესახებ], ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. იმედი მაქვს, ვიპოვით გამოსავალს დაკავების მუქარის შესახებ და იმაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულად პროპორციული არჩევნების გარანტია გაიცა. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება. ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია