შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2020

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერის უმწვავეს პოლიტიკურ განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამორხცმაურა და ტრადიციულად ოპოზიცია კონგრესმენის სიტყვის დამახინგებაში დაადანაშაულა.

"კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმნები გამოუჩნდება ხოლმე...."- განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ კონგრესმანის ინტერვიუს ინგლისურად მოუსმინა.

თალაკვაძის თქმით, კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან.

„ადამ კინზინგერმა თქვა, რომ საჭიროა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დარჩეს პროპორციული. იცით, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება. კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით. ყველა მთავარ საკითხზე, რაზეც იყო პარტნიორებისა თუ ოპოზიციის მოთხოვნები, კონკრეტული, სამართლიანი შეთავაზებები და პირობები არსებობს. ამ შემთხვევაში, კონგრესში ჩვენი მეგობრების პოზიცია არის საერთო, რომ მხარს ვუჭერთ დიალოგს.

აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს კინზინგერი და სხვა კონგრესმენები საქართველოში მოვიწვიე, რომლებიც ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ. ძალიან წაგვადგება, თუ კონგრესმენები შეთავაზებას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ. ეს ხშირი პოლიტიკური ვიზიტები და ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმნები გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა, ოპოზიციის ამ ნაწილს პირდაპირ ვუთხრა – დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს არის წარმოუდგენელი და ნურავინ ეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებების გადაფარვას ისე, თითქოს, ეს არის რაღაც მათთვის პირადი მხარდაჭერა. მეტსაც გეტყვით, რომ კონგრესმენების განცხადებები მხოლოდ ერთადერთს ადასტურებს – საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია