გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სად იმალებიან მიკრობები - ყველაზე “ჭუჭყიანი” ნივთები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2020

მობილური ტელეფონი: ამ ნივთს არათუ ყოველდღიურად, არამედ ყოველწუთს ვიყენებთ. მას დაუბანელი ხელებით ქუჩაში ყოფნისას ვეხებით, რის გამოც ბინძურდება და ვირუსის გადამტან წყაროდ იქცევა. კვლევებმა აჩვენა, რომ მობილურ ტელეფონზე 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე.

რჩევა: სახლში მისვლისას გაწმინდეთ მობილური ტელეფონი სპირტიანი ხელსახოცით და მხოლოდ ხელების დაბანის შემდგომ გამოიყენეთ ის. ასეთ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ გარედან შემოტანილი ვირუსის სახლში გავრცელებას.

კომპიუტერის კლავიატურა და მაუსი, ტელევიზორის პულტი: ეს ის ნივთებია, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე პირი სარგებლობს ოფისებსა თუ სახლებში. შესაბამისად, მათზე არაერთი ადამიანი ტოვებს “კვალს”.

რჩევა: კლავიატურა, პულტი, მაუსი ისევე უნდა გაწმინდოთ, როგორც მობილური ტელეფონი. სპირტიანი ხელსახოცით კლავიატურის დამუშავების შემდგომ ნუ შეეხებით ამ ნივთებს დაუბანელი ხელებით, თორემ ხელს შეუწყობთ მათზე მიკრობების ხელახალ გავრცელებას.

კარის სახელური: ის უამრავ მიკრობს მალავს. კარის სახელურს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი ეხება და ყველაზე ნაკლებად სწორედ მათ გაწმენდაზე ვზრუნავთ.

რჩევა: დაამუშავეთ კარის სახელური სპირტით. ეცადეთ დაბანილი ხელებით ნაკლებად შეეხოთ მათ, ან, შეხების შემთხვევაში, გამოიყენოთ ხელსახოცი, რომელსაც შემდგომ ნაგვის ურნაში გადააგდებთ.

ლიფტის ღილაკები: განსაკუთრებით კი, პირველი სართულის ღილაკი. პირველ სართულზე ყოვედლღიურად უამრავი ადამიანი ჩადის, რაც ამ ღილაკს მიკრობებით აბინძურებს.

რჩევა: ღილაკზე შეხების შემდგომ ეცადეთ ხელები პირთან და თვალებთან არ მიიტანოთ. მალევე დაიბანეთ, ხოლო თუ ვერ ახერხებთ, სადეზინფექციო სითხით დაიმუშაოთ ხელები. მიკრობების ხელზე გადასვლას თავიდან აიცილებთ, თუ ღილაკს ხელსახოცით ან ხელთათმანით შეეხებით.

ფული: როგორც ჩანს, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით არ არის ფული “ხელის ჭუჭყი”. მასზე მართლაც უამრავი მიკრობი იმალება.

რჩევა: ეცადეთ საჭირო ნივთები ინტერნეტის საშუალებით შეიძინოთ, ფულის კუპიურებთან შეხების შემთხვევაში კი ხელები აუცილებლად დაიბანეთ.

ხელის საშრობი: მცდარია მითი, თითქოს ხელის საშრობი ვირუსს ანადგურებს. პირიქით, მან შეიძლება ხელიც შეუწყოს მის გავრცელებას.

რჩევა: ერიდეთ საჯარო ტუალეტებში ხელის საშრობის გამოყენებას. უმჯობესია ხელები ხელსახოცით გაიმშრალოთ ან დაელოდოთ, რომ თავად შეგაშრეთ წყალი.

www.radiotavisupleba.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია